ევროპის კავშირის დელეგაციის წევრები ნაზრანში

ევროპის კავშირის დელეგაციის წევრები ნაზრანში შეხვდნენ ინგუშეთის პრეზიდენტს მურატ ზიაზიკოვს.
ევროპის კავშირის დელეგაციის წევრები ნაზრანში შეხვდნენ ინგუშეთის პრეზიდენტს მურატ ზიაზიკოვს.
ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონში ევროკომისიის წარმომადგენელთა მოგზაურობის მიზანია პრიორიტეტების დასახვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ხვალ დელეგაცია ჩეჩნეთს ესტუმრება. მიმდინარე წელს ევროპის კავშირი 22 მილიონ ევროს გამოყოფს ჩეჩნეთის მოსახლეობის დასახმარებლად, აგრეთვე, იმ დევნილთათვის დახმარების აღმოსაჩენად, რომლებიც ამჟამად ინგუშეთისა და დაღესტნის ტერიტორიებზე ცხოვრობენ.