პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს ღაზის სექტორიდან ებრაელი მოსახლეებისა და სამხედროების
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელს ღაზის სექტორიდან ებრაელი მოსახლეებისა და სამხედროების
გაყვანის უკეთ კოორდინაციისკენ მოუწოდებს. ისრაელთა გასვლა ღაზიდან ივლისში უნდა დაიწყოს. გეგმა, რომელიც ამასთან დაკავშირებით შემუშავდა, დიდ უთანხმოებას იწვევს ისრაელში. მაჰმუდ აბასმა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს განუწყვეტელი კავშირი პალესტინის ხელისუფლებასთან. აბასს სურს აგრეთვე, რომ უფრო ნათელი გახდეს ღაზიდან ისრაელთა გასვლის კავშირი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმასთან. პალესტინის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა პალესტინელი პატიმრების გასათავისუფლებლად: [ყურეის ხმა] "მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. მიმაჩნია, რომ ისრაელისთვის არავითარი აზრი არა აქვს ამ პატიმრების ციხეებში დარჩენას, მითუმეტეს მაშინ, როცა მშვიდობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და თუკი გვაქვს მშვიდობის იმედი".