24-29 აპრილს დიდი ბრიტანეთის ქალაქ

24-29 აპრილს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში გაიმართება საქართველოსა და აფხაზთა
24-29 აპრილს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში გაიმართება საქართველოსა და აფხაზთა
დელეგაციების არაფორმალური შეხვედრა. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, ხოლო აფხაზურს - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა. პრაიმ-ნიუსის ცნობით, შეხვედრაში შუამავლები არ მონაწილეობენ და მხარეებს საშუალება ეძლევათ, დიალოგი პირისპირ წარმართონ და კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელონ. ამ ფორმატით მხარეთა შეხვედრები 2000 წლიდან იმართება. მომავალი შეხვედრა რიგით მეთოთხმეტე იქნება. იგი დახურულ რეჟიმში, პრესის მონაწილეობის გარეშე იმუშავებს.