რომის პაპმა ბენედიქტ მე-16 მადლობა

რომის პაპმა ბენედიქტ მე-16 მადლობა გადაუხადა
რომის პაპმა ბენედიქტ მე-16 მადლობა გადაუხადა
მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებს იმისთვის, თუ როგორ აშუქბედნენ ისინი იოანე პავლე მეორის გარდაცვალებასა და მის არჩევნებს. ” ჩემი, და განსაკუთრებით, რომიდან შორს მცხოვრები კათოლიკეების სახელით, რომლებმაც ვერ მოახერხეს დასწრებოდნენ ჩვენი სარწმუნოებისათვის მნიშვნელოვან ამ მოვლენებს, მადლობას გიხდით იმისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ.”ვატიკანში გამოსვლის დროს, პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ რამდენიმე ენაზე გადაუხადა მადლობა 3000-ზე მეტ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის მსგავსად, შეეცდება, იყოს გულახდილი საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერობაში. კვირას კი ვატიკანში ბენედიქტ მეთექვსმეტის ინაუგურაცია გაიმართება, რომელსაც მრავალი ქვეყნის ლიდერი და სასულიერო პირი დაესწრება.