საქართველოს შეიარაღებული ძალების ორფოლოს სამხედრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე არტილერისტთა ერთთვიანი წვრთნები
საქართველოს შეიარაღებული ძალების ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე არტილერისტთა ერთთვიანი წვრთნები
საზეიმო ვითარებაში დაიხურა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ვინმეს მიმართ რაიმე სახის სამხედრო აგრესიის განხორციელებას არ აპირებს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი ნინოწმინდაში ჩავიდა, სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახელობას შეხვდა და მას დაჰპირდა სასმელი წყლისა და გზების პრობლემის მოგვარებას. ნინოწმინდის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენენ.