ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ლინდი ინგლანდმა

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ლინდი ინგლანდმა დამნაშავედ სცნო თავი
ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ლინდი ინგლანდმა დამნაშავედ სცნო თავი
ერაყის აბუ ღრაიბის ციხის პატიმართა შეურაცხყოფაში. 22 წლის ინგლანდის სკანდალურმა ფოტოსურათებმა, რომლებზეც იგი ერაყელ პატიმართა წამების დროს არის გადაღებული, შარშან მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთები მოიარა. თუ სასამართლომ ინგლანდი დამნაშავედ სცნო, მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ ჰუდში დაწყებული სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს.