ოპერაცია ერაყსა და ავღანეთში ამცირებს

ოპერაცია ერაყსა და ავღანეთში ამცირებს ამერიკის შეერთებული შტატების
ოპერაცია ერაყსა და ავღანეთში ამცირებს ამერიკის შეერთებული შტატების
შეიარაღებული ძალების შესაძლებლობას, ეფექტური რეაგირება მოახდინოს სხვა პოტენციურ საფრთხეებზე,- მიიჩნევს შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ტავმჯდომარე გენერალი რიჩარდ მაიერსი. კონგრესის წინაშე გაკეთებულ მოხსენებაში მაიერსმა განაცხადა, რომ დიდი პოტენციალის მიუხედავად, ამერიკის შეიარაღებული ძალები გარკვეულ სიძნელეებს განიცდის ამჟამად მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. სარდლობის ცნობით, სახმელეთო ჯარებში მესამე, ხოლო საზღვაო ქვეითთა კორპუსში კი მეოთხე თვეა არ სრულდება სამხედრო მოსამსახურეთა შეკრების ნორმა.