თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით

თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, 2000–2003 წლებში დედაქალაქში გაყიდული 300 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი
თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, 2000–2003 წლებში დედაქალაქში გაყიდული 300 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი
მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც, მისივე თქმით, დასტურდება, რომ 50 მილიონი ლარის საბაზრო ღირებულების მიწის ფართობი 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. როგორც მერმა აღნიშნა, ამ მიწებს დაეპატრონენ კერძო მესაკუთრეები, რომელთა უკან სახელმწიფო მოხელეები იდგნენ. საუბარია საზოგადოებრივი სარგებლობის მიწებზე, მტკვრის კალაპოტზე, ტროტუარებზე და ა.შ. მერის განცხადებით, მიწების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების პროცესი საქართველოს კანომდებლობას არ ეწინააღმდეგება.