საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, რომ

საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, რომ მოსკოვში დღეს 2000-მდე დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი
საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, რომ მოსკოვში დღეს 2000-მდე დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი
სახლმწიფო ტელევიზიის შენობასთან რუსეთში ცენზურისა და მასმედიაში კრემლის მხარდამჭერი პოზიციის გამო. "ფრანს-პრესის" ინფორმაციით, დემონტსრანტებს შორის იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და ექსტრემისტული "ნაციონალური ბოლშევიკური პარტიის" წარმომადგენლები. ამჟამად მოსკოვში მოქმედებს ერთადერთი დამოუკიდებელი რადიო, "ეხო მოსკვი" და სულ რამდენიმე დამოუკიდებელი ყოველდღიური გაზეთი, რომელთა ტირაჟი მცირეა.