თურქეთის მთავრობამ კოჯრის პეცდანიშნულების ბრიგადას

თურქეთის მთავრობამ კოჯრის პეცდანიშნულების ბრიგადას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა
თურქეთის მთავრობამ კოჯრის პეცდანიშნულების ბრიგადას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა
თურქეთის მთავრობამ სამშაბათს საქართველოს შეიარაღებული ძალების კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადას 1 700 000 დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გადასცა. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის საბჭომ კოჯრის ბრიგადის ტერიტორიაზე ქართულ მხარეს აჩუქა 36 მაღალი გამავლობის "ლენდ როვერი", კომპიუტერები, ტანსაცმელი, 30-მდე დასახელების საყოფაცხოვრებო და სამხედრო დანიშნულების საგნები, 4 საველე სამზარეულო და 4 საველე აბაზანა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დირექტორმა, პოლკოვნიკმა დავით ნაირაშვილმა და თურქეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში ბრიგადის გენერალმა მუზაფერ ჩარფანმა.