პაკისტანში, ინდოეთსა და მალაიზიაში გაიმართა

პაკისტანში, ინდოეთსა და მალაიზიაში გაიმართა საპროტესტო აქციები,
პაკისტანში, ინდოეთსა და მალაიზიაში გაიმართა საპროტესტო აქციები,
რომელთა მონაწილეები აღშფოთებას გამოთქვამდნენ გუანტანამოში, აშშ-ის სამხედრო ციხეში, ყურანის შეურაცხყოფის შემთხვევების გამო. მრავალათასიანი მანიფესტაციები გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, აგრეთვე, ქალაქებში ფეშავარსა და ლაჰორში. მანამდე აშშ-ის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ დადგენილ იქნა ხუთი შემთხვევა, როცა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ყურანი შეურაცხყვეს.