ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ

ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ დააკავა ნარკოტიკებით
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ დააკავა ნარკოტიკებით
ვაჭრობაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი. ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რამდენიმე ასეული მოპარული მობილური ტელეფონი, ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აგრეთვე ნაღდი ფული100 ათასი დოლარის ოდენობით. ამის შესახებ გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისივე თქმით, ოპერაცია წინააღმდეგობის გარეშე და უდანაკარგოდ ჩატარდა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეცდანიშნულების 150-კაციანი რაზმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.