უკრაინის პროკურატურამ დაპატიმრების ორდერი გასცა

უკრაინის პროკურატურამ დაპატიმრების ორდერი გასცა უშიშროების სამსახურის ორ მაღალი რანგის ყოფილ
უკრაინის პროკურატურამ დაპატიმრების ორდერი გასცა უშიშროების სამსახურის ორ მაღალი რანგის ყოფილ
თანამშრომელზე, რომლებიც დაკავშირებული უნდა იყვნენ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ახლა პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს, ლამის სასიკვდილო მოწამვლასთან. გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკინმა განაცხადა, რომ იძებნება უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვოლოდიმირ საციუკი, “სერიოზული დანაშაულის ჩადენის” ეჭვით. იუშჩენკო ცუდად გახდა საციუკთან და მის ყოფილ უფროსთან სმეშკოსთან ვახშმის შემდეგ. მას მოგვიანეობის დიოქსინით ძლიერი მოწამვლა დაუდგინეს.