აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაკტიკის პროვინციაში

აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაკტიკის პროვინციაში, მეამბოხეებსა და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის
აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაკტიკის პროვინციაში, მეამბოხეებსა და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის
მომხდარი სროლისას დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა რვა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მეამბოხეებმა ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელთა სამხედრო ბაზას. ბაზა პაკისტანის საზღვრის მახლობლად, ქალაქ შქინში მდებარეობს.