ესპანეთში დღეს მთავრდება საერთაშორისო კონფერენცია

ესპანეთში დღეს მთავრდება საერთაშორისო კონფერენცია
ესპანეთში დღეს მთავრდება საერთაშორისო კონფერენცია
რომელიც რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის წინანაღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხება. ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას კორდობაში 55 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. დელეგატების თქმით, არატოლერანტულობის ზრდის ტენდენციები ევროპის ქვეყნებშიც შესამჩნევია. ეუთოს თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა მოუწოდა მთავრობებს, რომ არა მხოლოდ მიიღონ კანონები, არამედ რეალურად ებრძოლონ რელიგიურ და ეთნიკური შეუწყნარებლობას.