ერაყში მოკლეს მოსამართლე და

ერაყში მოკლეს მოსამართლე და მისი მძღოლი, აგრეთვე 6 ერაყელი პოლიციელი.
ერაყში მოკლეს მოსამართლე და მისი მძღოლი, აგრეთვე 6 ერაყელი პოლიციელი.
გუშინ კი, ამერიკელი სამხედროების ცნობით, 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ბომბის აფეთქებისას მიღებული ჭრილობების შედეგად. დღესვე ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა ტერორისტ აბუ მუსაბ ზარყავის მოკავშირის, მოჰამედ ხალიფ შაიკერის დაკავების შესახებ. რაც შეეხება ერაყში პოლიტიკურ პროცესებს - პარლამენტის წარმომადგენლებმა და სუნიტმა არაბებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას იმის შესახებ, თუ სუნიტი არაბების რამდენი წარმომადგენელი უნდა შეიყვანონ კომისიაში, რომელიც ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტს შექმნის. ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის განცხადებით: [ჯალალ თალაბანის ხმა] “შეთანხმებული რაოდენობაა, როგორც შევიტყვე, 15 წარმომადგენელი და 10 კონსულტანტი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ: რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული”, აღნიშნა ერაყის პრეზიდენტმა ახალი კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიაში სუნიტი არაბების წარმომადგენლების რიცხვთან დაკავშირებით. სუნიტი არაბები ერაყში უმცირესობაში არიან.