ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურმანბეკ

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურმანბეკ ბაკიევმა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების ორგანიზებაში
ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურმანბეკ ბაკიევმა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების ორგანიზებაში
დამხობილი პრეზიდენტი ასკარ აყაევი და მისი მომხრეები დაადანაშაულა. ლაპარაკია დღეს ბიშკეკში მომხდარ ინციდენტზე, როცა პოლიციამ მთავრობის შენობიდან გააძევა პრეზიდენტობის დისკვალიფიცირებული კანდიდატის ასობით მომხრე. საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს შეიჭრნენ მთავრობის შენობაში, მაგრამ ისინი პოლიციამ გაყარა, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა შენობის წინ. მაგრამ პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა. დემონსტრანტების მოთხოვნაა, ბიზნესმენ ურმატბეკ ბარიკტაბასოვს მიეცეს 10 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხელისუფლება კი უარზეა: მისი განმარტებით, ბარიკტაბასოვს საარჩევნო კანონები აქვს დარღვეული.