ბაქოში ოპოზიციის 20 000-მდე მომხრე

ბაქოში ოპოზიციის 20 000-მდე მომხრე მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში
ბაქოში ოპოზიციის 20 000-მდე მომხრე მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. ლაპარაკია წელს, ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე. დემონსტრანტები, რომელთაგან ზოგი ნარინჯისფრად იყო გამოწყობილი, პრეზიდენტ ილხამ ალიევის ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ: [დემონსტრაციის ხმაური] “თავისუფალი არჩევნები! ბოლო მოეღოს კორუფციას!", - მოითხოვდნენ დემონსტრანტები. საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორები იყვნენ სახალხო ფრონტის რეფორმისტული ფრთა, მუსავათური პარტია და აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია.