ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შესვლის
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შესვლის
მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სოხუმში, მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმში, საზეიმო მიტინგი გაიმართა. როგორც სააგენტო “აფსნიპრესი” იუწყება, კონფლიქტის ზონაში დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ჩაბანმა მიტინგზე ამ ძალების შექმნის და დღეისათვის მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილ სამშვიდობოებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედლები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.