ირანში გამართულ არჩევნებს ამერიკის შეერთებული

ირანში გამართულ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციის
ირანში გამართულ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციის
ცვლილება არ გამოუწვევია. ჯორჯ ბუში ძველებურად მიიჩნევს, რომ თეირანისთვის კვლავაც დაუშვებელი იქნება ბირთვული იარაღის როგორც შეძენა, ასევე – დამზადებაც. პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია კვლავაც დაუჭერს მხარს ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატიურ ზეწოლას თეირანზე, რათა მისთვის ბირთვული იარაღი ხელმისაწვდომი არ გახდეს. ასეთი განცხადება მან ორშაბათს, თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან გერჰარდ შრიოდერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.