საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს საგანგებოდ გააფრთხილა აფხაზეთში დასვენების მსურველი ტურისტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს საგანგებოდ გააფრთხილა აფხაზეთში დასვენების მსურველი ტურისტები
იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში დასვენება მეტად სარისკოა. "ამჟამად აფხაზეთში არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და ქართული მხარე ვერ უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების გარანტიებს" – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სააგენტო პრაიმ-ნიუსმა გაავრცელა. ხსენებული განცხადება მოჰყვა 22 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისმა მოქალაქეებმა აფხაზეთში უსაფრთხოდ დაისვენონ.