ბრიტანეთის პოლიციის უკანასკნელი ცნობებით, დღეს

ბრიტანეთის პოლიციის უკანასკნელი ცნობებით, დღეს ლონდონში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 37 და დაიჭრა 700-მდე ადამიანი.
ბრიტანეთის პოლიციის უკანასკნელი ცნობებით, დღეს ლონდონში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 37 და დაიჭრა 700-მდე ადამიანი.
45 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამი აფეთქება მეტროში მოხდა, ერთი - ავტობუსში ლონდონის ცენტრში. როგორც ქალაქის მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენელმა, ბრაიან პადიკმა განაცხადა, ხელისფლება არ არის დარწმუნებული, ვინ დგას აფეთქებების მიღმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ აფეთქებები კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმები უნდა იყოს, რომელთა მიზანია შოტლანდიაში დიდი რვიანის სამიტის დაწყებასთან დაკავშირებით პანიკის გამოწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროს თქმით, აფეთქებები ალ-ყაიდის ხელწერაზე მიანიშნებს. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ალ-ყაიდასთან ახლოს მდგომმა ჯგუფმა. ამ ცნობის ავთენტურობის დადგენა ჯერჯერობით არ ხერხდება.