ლონდონის პოლიციის ვარაუდით, ხუთშაბათს მეტროში

ლონდონის პოლიციის ვარაუდით, ხუთშაბათს მეტროში 3 აფეთქება მოწყობილი იყო დისტანციური მართვით და არა თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ.
ლონდონის პოლიციის ვარაუდით, ხუთშაბათს მეტროში 3 აფეთქება მოწყობილი იყო დისტანციური მართვით და არა თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ.
პოლიციის წარმომადგენლები მათი ვარაუდის საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ სამივე აფეთქება სულ რამდენიმე წამში მოხდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, დაღუპულია 49 ადამიანი 7 ივლისს მეტროში სამი აფეთქების, ასევე ლონდონის ცენტრში ორსართულიანი ავტობუსის აფეთქების შედეგად. დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოახერხეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის თქმით, გამოძიებისთვის ჯერ უცნობია, ვინ დგას აფეთქებების უკან, მაგრამ სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში ბლერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პასუხისმგებლობა, შესაძლოა, "ალ ყაიდის" მსგავს ორგანიზაციას ეკისრებოდეს. აქამდე სამმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა იკისრა ტერაქტების პასუხისმგებლობა. სამივე ირწმუნება, რომ "ალ ყაიდასთან" კავშირი აქვს.