რუსეთში შეიპყრეს 2004 წელს ინგუშეთში

რუსეთში შეიპყრეს 2004 წელს ინგუშეთში პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი.
რუსეთში შეიპყრეს 2004 წელს ინგუშეთში პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი.
ამ იერიშმა 90-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფედერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლაი შეპელის განცხადებით, ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს მიაწოდა ასევე ინფორმაცია, შარშან ბესლანის ოპერაციისათვის მზადების შესახებ. შეიარაღებულმა პირებმა გასული წლის 1 სექტემბერს 1000-ზე მეტი მძევალი აიყვანეს ბესლანის სკოლის შენობაში. ბესლანის კრიზისმა 330-მდე ადამიანის, უმეტესწილად, ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.