ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა 18 ივლისს მკაცრად მოსთხოვა ბელგრადს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ
ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა 18 ივლისს მკაცრად მოსთხოვა ბელგრადს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ
სამხედრო დამნაშავე – რადკო მლადიჩი ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს. ბელგრადში მყოფმა სხეფერმა აღნიშნა ისიც, რომ მლადიჩის დაუსჯელობა უზარმაზარი ბარიერია ევროსტრუქტურებისაკენ მიმავალი სერბია-ჩერნოგორიისთვის. ბოსნიელ სერბთა სარდალს რადკო მლადიჩს ბრალად ედება მუსლიმანთა გენოციდი. საუბარია 1995 წელს სრებრენიცაში განხორციელებულ 8 ათასი მუსლიმანის ჟლეტაზე. ერთ-ერთი ვერსიით, მლადიჩი სერბეთის ტერიტორიაზე იმალება, რასაც ბელგრადი უარყოფს.