ერაყში მეამბოხეების მიერ მოწყობილ იერიშებს

ერაყში მეამბოხეების მიერ მოწყობილ იერიშებს დღესაც მსხვერპლი მოჰყვა.
ერაყში მეამბოხეების მიერ მოწყობილ იერიშებს დღესაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბაღდადში, სულ ცოტა, 4 ერაყელი პოლიციელი მოკლეს. ქალაქ სამარაში შეტაკებებმა იფეთქა მეამბოხეებსა და ამერიკელ და ერაყელ ჯარისკაცებს შორის. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ერაყელი ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი. ერაყის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ დღე და ღამე იმუშავებს უშიშროების მხრივ სიტუაციის გამოსასწორებლად. დღესვე დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს აუწყა, რომ ერაყის საზღვართან მოკლულია 6 სირიელი ჯარისკაცი. ამ ინფორმაციაში არ დაუზუსტებიათ ინციდენტის თარიღი და ადგილი. მოგვიანებით ერაყში ამერიკელი სამხედროების მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო ხანს არ მიუღია რაიმე ინფორმაცია საზღვარზე სროლის შესახებ.