საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან დეპორტირებულ

საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან დეპორტირებულ იქნა 40 ავღანელი იმიგრანტი,
საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან დეპორტირებულ იქნა 40 ავღანელი იმიგრანტი,
რომლებიც არალეგალურად ცხოვრობდნენ ევროკავშირის ამ ორ სახელმწიფოში. იმიგრანტები სამშაბათს ღამით ჩაიყვანეს საგანგებო თვითმფრინავით პარიზიდან ქაბულში. ახლახან, ევროპის ხუთი სახელმწიფო: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია და იტალია შეთანხმდა კოორდინირებულად ებრძოლონ არალეგალურ იმიგრაციას. ამიერიდან იმიგრანტების დეპორტაცია მოხდება სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც გზად მიმავალი შეჩერებებს გააკეთებს ზემოხსენებულ ხუთ სახელმწიფოში.