ერაყში ტერორისტულ თავდასხმებსა და აფეთქებებს

ერაყში ტერორისტულ თავდასხმებსა და აფეთქებებს დღეს 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ერაყში ტერორისტულ თავდასხმებსა და აფეთქებებს დღეს 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბაღდადში, ბომბების აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში ნაღმზე აფეთქდა ბრიტანეთის საკონსულოს ავტოკოლონა. დაიღუპა ორი ბრიტანელი მცველი. საკონსულოს წარმომადგენლის ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავტოკოლონა ქალაქის ერთი რაიონიდან მეორისკენ მოძრაობდა. ბასრა სიდიდით ერაყის მეორე ქალაქია და ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე იქ შედარებითი სიმშვიდე სუფევდა. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ რაბიაში გუშინ მოწყობილი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. იმავე აფეთქების შედეგად დაშავდა 57 ადამიანი.