2008 წლის 1 იანვრიდან უზბეკეთში

2008 წლის 1 იანვრიდან უზბეკეთში უქმდება სიკვდილით დასჯა.
2008 წლის 1 იანვრიდან უზბეკეთში უქმდება სიკვდილით დასჯა.
ამის შესახებ ბრძანებულებას დღეს მოაწერა ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა. სიკვდილით დასჯა თავისუფლების სამუდამო აღკვეთით შეიცვლება. 2008 წლამდე სასჯელის უმაღლესი ზომა უზბეკეთში მხოლოდ 2 მუხლის შესაბამისად იქნება გამოყენებული - განზრახ მკვლელობისა და ტერორიზმისთვის.