დღეს დილით ვედენოს რაიონში, ჩეჩნეთში

დღეს დილით ვედენოს რაიონში, ჩეჩნეთში,
დღეს დილით ვედენოს რაიონში, ჩეჩნეთში,
მეამბოხეებთან მომხდარი შეტაკებისას ფედერალური ჯარის 3 მებრძოლი და 2 ოფიცერი დაიჭრა. ჩეჩნეთის ცენტრალური კომენდატურიდან იუწყებიან, რომ საველე მეთაურის აპთა სულუმზაჯიევის რაზმეში, რომელიც სამხედროებსა ჰყავთ ალყაში მოქცეული, 20-დე მეომარია. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ბრძოლა ვედენოს რაიონში გრძელდება.