ავტომაგისტრალზე იუტას შტატში

ავტომაგისტრალზე იუტას შტატში,
ავტომაგისტრალზე იუტას შტატში,
შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში აფეთქდა საბარგო ავტომანქანა, დატვირთული 20 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც მრეწველობაში გამოიყენება. აფეთქების შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი დაიჭრა, ერთის მდგომარეობა - კრიტიკულია. აფეთქებამ ათობით ავტომანქანა, ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, აგრეთვე იქვე გამავალი სარკინიგზო ლიანდაგი დააზიანა. თვითმხილველთა ცნობით, საბარგო ავტომანქანა გადაბრუნდა, როცა მთიან მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.