საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ბაღდადში

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ბაღდადში
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ბაღდადში
სუნიტებმა უარყვეს შიიტების მოთხოვნა ერაყში მათი ავტონომიის დაარსების შესახებ. როგორც სუნიტების ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ქამალ ჰამდუნიმ განაცხადა, ამგვარი ავტონომიის შექმნა ქვეყნის ეთნიკურ სექტორებად დაყოფას გამოიწვევდა. ამ საკითხზე დაწყებულმა უთანხმოებამ შესაძლოა შეაფერხოს ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მიმდინარე მუშაობა, რაც ადრე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 15 აგვისტოსათვის უნდა დამთავრდეს. კონსტიტუციის პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის უკვე რეფერენდუმის მოწყობაა დაგეგმილი ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე.