თურქეთის აღმოსავლეთში დღეს თავს დაესხნენ

თურქეთის აღმოსავლეთში დღეს თავს დაესხნენ პროვინცია ელაგიზის გუბერნატორს.
თურქეთის აღმოსავლეთში დღეს თავს დაესხნენ პროვინცია ელაგიზის გუბერნატორს.
გზის პირას მოთავსებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა გუბერნატორის კორტეჟმა ჩაიარა. არავინ დაშავებულა. ორი ავტომობილი დაზიანდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე, მაგრამ ხელისუფლება გამოთქვამს ეჭვს, რომ თავდასხმა მოაწყვეს ქურთმა სეპარატისტებმა, რომლებმაც ერთი წლის წინ შეწყვიტეს საზავო შეთანხმების დაცვა. პარასკევს სააღმოს თურქეთის ქალაქ მერსინში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც პოლიცია იტყობინება, ისინი ტერაქტს ამზადებდნენ.