პოლონეთის ქალაქ გდანსკში აღნიშნეს იმ

პოლონეთის ქალაქ გდანსკში აღნიშნეს იმ მოვლენების 25-ე წლისთავის დაწყება,
პოლონეთის ქალაქ გდანსკში აღნიშნეს იმ მოვლენების 25-ე წლისთავის დაწყება,
რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დამხობა და საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. 1980 წლის 14 აგვისტოს გდანსკის ლენინის სახელობის ნავსაშენის მუშებმა წამოიწყეს საპროტესტო აქცია, რომლის მსვლელობაში ჩამოყალიბდა პროფკავშირი სახელწოდებით "სოლიდარობა". მას სათავეში ლეხ ვალენსა ჩაუდგა. საზეიმო ღონისძიებები პოლონეთში 31 აგვისტომდე გასტანს - "სოლიდარობა" სწორედ ამ დღეს შეიქმნა.