შეერთებული შტატების საელჩომ დუშანბეში დღეს

შეერთებული შტატების საელჩომ დუშანბეში დღეს გამოაქვეყნა ცნობა
შეერთებული შტატების საელჩომ დუშანბეში დღეს გამოაქვეყნა ცნობა
ამერიკელი დიპლომატის გარდაცვალების შესახებ. როგორც ცნობაში ნათქვამი, დევიდ უილისმა 3 წელი იმსახურა ტაჯიკეთში ამერიკის საელჩოს საინფორმაციო განყოფილებაში და ემზადებოდა ბაღდადში წასასვლელად, სადაც უფრო მაღალ თანამდებობაზე უნდა განეგრძო დიპლომატიური სამსახური. ცნობაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ამერიკელი დიპლომატი. თუმცა, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ფრანს-პრესის სააგენტოს აცნობა, რომ დევიდ უილისი კვირას დაიხრჩო დუშანბეს ჩრდილოეთით ვარზობის ტბაში ცურვის დროს.