ნეფტეიუგანსკის რაიონში ავიაკომპანია "აგროს" შვეულმფრენი

ნეფტეიუგანსკის რაიონში ავიაკომპანია "აგროს" შვეულმფრენი მი-8 ჩამოვარდა.
ნეფტეიუგანსკის რაიონში ავიაკომპანია "აგროს" შვეულმფრენი მი-8 ჩამოვარდა.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა, 2 - დაიჭრა. ვარაუდობენ რომ მი-8 ჰაერში ნეფტეიუგანსკის საავიაციო ჯგუფის მეორე შვეულმფრენის საკიდარს შეეხო. დღესვე ხაბაროვსკის მახლობლად შეიარაღებული ძალების მი-8- მ განიცადა კატასტროფა. ეკიპაჟის 3 წევრი და 1 პარაშუტისტი - საავადმყოფოში მოათავსეს. სამხედრო-საჰაერო ძალების მეთერთმეტე არმიის შვეულმფრენი საწვრთნელი მეცადინეობის დროს ჩამოვარდა.