აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ არშტიში, ჩეჩნეთში

აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ არშტიში, ჩეჩნეთში,
აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ არშტიში, ჩეჩნეთში,
საპასპორტო შემოწმებისას დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს 5 ადგილობრივი მკვიდრი. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ხუთშაბათს, ამ დასახლებული პუნქტის შემოგარენში საველე მეთაური კაზბეკ ბატალოვი მოკლეს. მისი თანმხლები რამდენიმე მოიერიშე მიიმალა. რუსი სამხედროები არ გამორიცხავენ მეამბოხეთა ყოფნას არშტიში.