ვენაში დაფუძნებულმა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა

ვენაში დაფუძნებულმა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა მძაფრად გააკრიტიკა ბელორუსიის ხელისუფლება
ვენაში დაფუძნებულმა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა მძაფრად გააკრიტიკა ბელორუსიის ხელისუფლება
კომპიუტერული ანიმაციური ფილმების ავტორთა დევნა-შევიწროებისთვის. ფილმებისა, რომლებშიც ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მასთან დაახლოებული პირები არიან გამასხრებული. იუწყებიან, რომ ანდრეი ობუზოვისა და პაველ მოროზოვის ბინებში ჩხრეკვა ჩატარდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ობუზოვისა და მოროზოვის წინააღმდეგ, და მათ ალბათ, ცილისწამების ბრალდებას წაუყენებენ.