აზერბაიჯანში დააპატიმრეს ახალგაზრდულ ორგანიზაცია "იენი

აზერბაიჯანში დააპატიმრეს ახალგაზრდულ ორგანიზაცია "იენი ფაკირის" მორიგი, უკვე მესამე წარმომადგენელი
აზერბაიჯანში დააპატიმრეს ახალგაზრდულ ორგანიზაცია "იენი ფაკირის" მორიგი, უკვე მესამე წარმომადგენელი
ანტისამთავრობო საქმიანობის ბრალდების საფუძველზე. ეს არის მოძრაობის ლიდერი რამინ ტაგიევი, რომელიც ოპოზიციურ ბლოკ "აზადლიკის" პრეს-მდივნის ინფორმაციით, დღეს დააკავეს. ორი დღის წინ კი შეიპყრეს ამავე ახალგაზრდული მოძრაობის წევრი საიდ ნური, რომელიც მას შემდეგ საავადმყოფოშია მოთავსებული, როგორც იუწყებიან, ღვიძლის დაავადების გამო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დანამდვილებით არაფერია ცნობილი. აგვისტოში კი პოლიციამ დააპატიმრა "იენი ფაკირის" მაშინდელი ლიდერი, რუსლან ბაშირლი.