პოლონეთში პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი თქვა

პოლონეთში პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი თქვა ვლოძიმეჟ ჩიმოშევიჩმა
პოლონეთში პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარი თქვა ვლოძიმეჟ ჩიმოშევიჩმა
- ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩიმოშევიჩის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის მიზეზია, მისივე განმარტებით, ნეგატიური პოლიტიკური კამპანია მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ჩიმოშევიჩის კუთვნილი ქონების დასადგენად საპარლამენტო კომისია მუშაობს მას შემდეგ, რაც ყოფილი მინისტრი მისი ქონების შესახებ ინფორმაციის ნაწილობრივ მიჩქმალვაში დაადანაშაულეს. ჩიმოშევიჩი ბრალდებებს უარყოფს.