გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გაეროს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გაეროს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი
გახსნა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებისადმი მოწოდებით, დააჩქარონ რეფორმები. "როგორც მსოფლიოს ლიდერებს, მოგიწოდებთ ინდივიდუალურად და კოლექტიურად, გააგრძელოთ მუშაობა რეფორმებზე, იქონიოთ შემართება და იდეები ნამდვილი კონსენსუსის მისაღწევად," თქვა ანანმა. მისი სიტყვებით, მკვეთრი დაპირისპირებები აქამდე ხელს უშლიდა ისეთ საკითხებში შეთანხმებას, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, განიარაღება და უშიშროების საბჭოს გაფართოება. ხვალ სამიტზე თბილისის დროით დაახლოებით 20 საათისთვის დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა.