ეგვიპტის სამხედროებმა ჩაკეტეს ღაზის სექტორთან

ეგვიპტის სამხედროებმა ჩაკეტეს ღაზის სექტორთან საზღვარი, რათა პალესტინელებს ეგვიპტეში შესვლაში შეუშალონ ხელი.
ეგვიპტის სამხედროებმა ჩაკეტეს ღაზის სექტორთან საზღვარი, რათა პალესტინელებს ეგვიპტეში შესვლაში შეუშალონ ხელი.
ეს გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ეგვიპტე, როგორც ჩანს, ვერ ასრულებს შეთანხმებას საზღვრის დაცვის თაობაზე. ოთხშაბათს საზღვრის რაიონში აღმოჩნდა ახალი გვირაბი, რომელიც ათი მეტრის სიღრმეზე არის გათხრილი. აშკარაა, რომ გვირაბით კონტრაბანდისტები სარგებლობდნენ. მასში იარაღის მთელი საცავი აღმოჩნდა.