ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა

ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ერაყში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
პირველმა აფეთქებამ სამხრეთში მდებარე დურის რაიონში 16 კაცი, უმეტესწილად პოლიციელები მოკლა. მოგვიანებით, ასევე დურის რაიონში და ისევ პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებამ 7 მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია ათობით კაცი. იერიშების პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდამ" იკისრა, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამ ინფორმაციას ვერ ამოწმებენ. გუშინ ერაყში ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელმა აბუ მუსაბ ზარყავიმ ომი გამოუცხადა ყველა ერაყელ შიიტს.