ტაშკენტში დაწყებულ სასამართლო პროცესზე თავი

ტაშკენტში დაწყებულ სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ სცნო 15-ვე ბრალდებულმა.
ტაშკენტში დაწყებულ სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ სცნო 15-ვე ბრალდებულმა.
მათ 2005 წლის მაისში უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ბრალდების წარმომადგენლებმა წაიკითხეს ბრალდების 40 მუხლი - მათს შორის არის ტერორიზმი, მძევლების აყვანა, მთავრობის დამხობის მცედლობა, ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების შექმნა. ბრალდება ის-ის იყო, წაიკითხეს, რომ ბრალდებულები ფეხზე წამოდგნენ და თავი დამნაშავედ სცნეს. ეს არის ანდიჟანის გამოსვლების ორგანიზებაში ბრალდებულების პირველი სასამართლო პროცესი. ამ ბრალდებების საფუძველზ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.