თბილისში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე ჩამოინგრა

თბილისში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე ჩამოინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
თბილისში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე ჩამოინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი: მაშველებმა ნანგრევებში ორი ქალის ცხედრებს მიაკვლიეს. "პრაიმ-ნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მისულმა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორპუსი 60-იან წლებშია აშენებული და მისი ექსპლუატაციის ვადა სულ 30 წელი იყო. კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი კი სახლის ჩამონგრევისთვის პასუხისმგებლობას გიგი უგულავას და ისანი-სამგორის გამგებელს აკისრებს. დავითაშვილი ამბობს, რომ სახლის ჩამონგრევა მერისა და გამგებლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგია და ისინი უნდა გადადგნენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს თბილისის მერია დროებით საცხოვრებელს გამოუყოფს.