ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები
ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები
როი გლობერი და ჯონ ჰილი, აგრეთვე, გერმანელი მკვლევარი თეოდორ ჰენში. ამის შესახებ დღეს, სტოკჰოლმში გამოაცხადა შვეციის სამეფო აკადემიამ. გლობერს პრემია მიენიჭა ოპტიკური კოჰერენტულობის კვანტური თეორიის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის. ჰოლი და ჰენში დააჯილდოვეს გამოკვლევებისთვის, რომლებმაც ხელი შეუწყო ლაზერული სპექტროსკოპიის განვითარებას. ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო 1,3 მილიონი დოლარია. ამ თანხას ამჯერად სამი მეცნიერი გაინაწილებს.