საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიის პრეზიდენტი
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიის პრეზიდენტი
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხვალ ქალბატონი ფრაიბერგა სიტყვას წარმოთქვამს საქართველოს პარლამენტში. იქვე შედგება ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რომლის მსვლელობაშიც სახელმწიფოთა მეთაურები ხელს მოაწერენ ერთობლივ დოკუმენტებს. 6 ოქტომბერს ლატვიის პრეზიდენტი თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.