აშშ-მა დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედება, რომელიც ბაქოში გუშინ გამართული

დემონსტრაციის დაშლისას ძალის გამოყენებას უკავშირდება.
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით გამოთქმულია მოწოდება თავშეკავებისკენ. კვირას პოლიციამ ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის, "აზადლიგის" მომხრეთა აქცია დაარბია. მძიმედ დაშავდა აქციის 30-მდე მონაწილე, ათობით დემონსტრანტი დააპატიმრეს, პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები და რკინის შოლტები გამოიყენეს.