რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება
კონფლიქტის ზონებში განთავსებული სამშვიდობო ძალების შესახებ. ლაპარაკია თბილისში სამშაბათს მიღებულ დადგენილებაზე, რომელშიც, თავის მხრივ, გაკრიტიკებულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსი მშვიდობისდამცველების მოქმედება და აღნიშნულია, რომ თუ ის არ გამოსწორდება, საჭირო იქნება რუსეთის სამშვიდობო მისიის შეწყვეტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ამ დადგენილებას მოიხსენიებენ პროვოკაციად, რომლის მიზანია დაძაბულობის გამწვავება.