წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ნალჩიკში მომხდარი

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ნალჩიკში მომხდარი მოვლენების თაობაზე.
წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ნალჩიკში მომხდარი მოვლენების თაობაზე.
უკანასკნელი ცნობებით, სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლულია 72 მეამბოხე და 31 დაკავებეულია. ხელისუფლების თქმით, ქალაქში წინააღმდეგობის ყველა კერა ჩამქრალია. დღეს სპეცდანიშნულების რაზმებმა მეამბოხეთაგან გაათავისუფლეს მილიციის განყოფილება, ერთ-ერთი მაღაზია და სასჯელაღსრულების სამსახურის რესპუბლიკური სამმართველოს შენობა. იტყობინებიან, რომ დაიღუპა 24 სამართალდამცავი. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა აგრეთვე 12 სამოქალაქო პირი. დაიჭრა ასზე მეტი ადამიანი.